ტოკიოს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყება

19 ივლისი 2018

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობამდე მსვლელობას დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 2011 წელს დაზარალებული ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყებს.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2020 წლის 26 მარტს აიღებს სტარტს, 3 თვეს გაგრძელდება და იაპონიის 47 პრეფექტურას მოიცავს. 2020 წლის 24 ივლისს, თამაშების გახსნის დღეს, ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე აგიზგიზდება.

ფუკუშიმა აღმოჩნდა სამიდან ერთ-ერთი პრეფექტურა ივატესთან და მიიაგისთან ერთად, რომელიც იაპონიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმა 1-ზე უმსხვილესი რადიაციული ავარია გამოიწვია.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მთელს ქვეყანას მოიცავს. ეს გვაძლევს იმედს, რომ ოლიმპიური თამაშები თავის კვალს დატოვებს მომავალ თაობებზე და მათ მემკვიდრეობით უზრუნველყოფს. მჯერა, რომ ეს ოლიმპიადა იაპონიის მოქალაქეებში იმედს გააღვივებს, მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც დაზარალებული რეგიონებიდან არიან", - განაცხადა ტოკიო 2020-ის პრეზიდენტმა იუშირო მორიმ.