ევროპის მეორე თამაშების ბილეთები 1 დეკემბრიდან გაიყიდება

19 ივლისი 2018

მინსკის 2019 წლის ევროპის მეორე თამაშებზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში 1 დეკემბრიდან გამოვა. ოფიციალური ოპერატორებისა და სააგენტოების მეშვეობით ბილეთები  გაიყიდება როგორც ბელორუსში, ისე ევროპის მასშტაბით, 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

1 მარტიდან მსოფლიო მასშტაბით თამაშებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება www.minsk2019.ticketpro.by საიტის დახმარებით.

მარკეტინგის, კომერციული საკითხებისა და სარეკლამო ფონდის მენეჯერის მაქსიმ კოშკალდას თქმით, ბილეთების ფასი ოქტომბერში გამოცხადდება.