კრივი და ძალოსნობა IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომამდე რისკის ზონაშია

22 ივლისი 2018

კრივის და ძალოსნობის მსოფლიო მმართველი ორგანიზაციები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან (IOC) მათდამი წაყენებული იმ მოთხოვნების მკაფიოდ განსაზღვრას ითხოვენ, რომლებიც ტოკიოს 2020 და პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მათი სახეობებისთვის ადგილის შესანარჩუნებლადაა საჭირო.

IOC ძალოსნობაში მომრავლებული ანტისადოპინგო წესების დარღვევით არის უკმაყოფილო, ხოლო კრივთან დაკავშირებით მისი პრეტენზია ფინანსური და მმართველობითი ხასიათისაა.

IOC აღმასრულებელი საბჭოს მიერ შრშან დეკემბერში წაყენებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ძალოსნობა 2024 წლის თამაშების პროგრამაშიც შევა. რაც შეეხება ტოკიოს 2020 წლის თამაშების პროგრამაში კრივის ჩართვას, ეს საკითხიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დღის წესრიგშია შეტანილი. 

სპორტის ამ სახეობების ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შენარჩუნების საკითხს  IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე (ტოკიო, 30 ნოემბერი - 2 დეკემბერი) განიხილავენ.