ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ჩოგბურთში

23 ივლისი 2018

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ მოიპოვა 2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, სადაც სულ 32 საუკეთესო ჩოგბურთელი გოგონა  იასპარეზებს. შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან მიიღო.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული სარეიტინგო მონაცემების მიხედვით, ანა საერთაშორისო რეიტინგში 33- ე ადგილს იკავებს.