ტოკიო-2020-ის თილისმებს სახელები შეურჩიეს

23 ივლისი 2018

იაპონელი სკოლის მოსწავლეების მიერ შერჩეულ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების თილისმებს იმავე სკოლის მოსწავლეებმა სახელები დაანათლეს. 

ოლიმპიადის ლურჯ-თეთრ თილისმას მირაიტოვა ჰქვია, პარალიმპიადის თეთრ-წითელ თილისმას- სომეიტი.

სახელების და იერის გარდა, ორივე პერსონაჟს საკუთარი ისტორია   აქვს, ხოლო  მათი შექმნის შთაგონების წყაროდ იაპონური ფოლკლორია გამოყენებული.

მირაიტოვას სახელი ორი იეროგლიფის - „მომავალისა" და „მარადიულობის" შერწყმის შედეგად წარმოიშვა.

პარალიმპური თამაშების თილისმის სახელი -  სომეიტი აყვავებული საკურას ერთ-ერთი სახეობიდან მოდის.

ორივე თილისმა ცხოვრობს როგორც ციფრულ, ისე რეალურ სამყაროში. ისინი სამყაროებს შორის ინტერნეტის დახმარებით გადაადგილდებიან.