თომას ბახი 2020 წლის ტოკიოს თამაშებამდე ფუკუშიმას ეწვევა

24 ივლისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი 2020 წლის ტოკიოს თამაშებამდე ფუკუშიმას პრეფექტურას ეწვევა, საიდანაც სტარტი უნდა აიღოს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ.

„2020 წლის თამაშებისთვის მზადება ძალიან კარგად მიდის, - ამბობს ბახი, - ბევრი პარამეტრით წარმატებას მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ფუკუშიმას ვეწვევი და პრეფექტურის მაცხოვრებლებს ჩვენს ერთიანობას ვაჩვენებ. ოლიმპიურ თამაშებს და მთლიანად სპორტს აღდგენის პროცესში თავისი წვლილის შეტანა სურს."

თომას ბახმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად,  ტოკიოს თამაშებზე გენდერული ბალანსი მაქსიმალურად იქნება დაცული.

ოლიმპიურ პროგრამაში რამდენიმე ახალი სახეობა შევიტანეთ, რომლებიც უფრო ურბანულია და ამავე დროს ქალებზეა მორგებული. ასევე არის წინადადება და შესაძლებლობა, რომ ზოგი ღონისძიება ფუკუშიმაში და 2011 წელს მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაზარალებულ სხვა პრეფექტურებში ჩავატაროთ."

ტოკიო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.