ანონსი

01 მაისი 2012

ჩინეთში დასრულებულ სალიცენზიო ტურნირზე ჭიდაობაში ოთარ თუშიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და სოსო ჯაბიძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს.
ამასთან დაკავშირებით ხვალ 2 მაისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი წარუძღვება. ამას გარდა ტრადიციულად „ლონდონი 2012"-ის ლიცენზიანტთა დაფაზე მოხდება სპორტსმენთა ხელმოწერა.