საბა ასანიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

25 ივლისი 2018

მილანში მიმდინარე 15 და 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარი მონაგარი ბრინჯაოს მედლით გაზარდა.

15-წლამდელებში საბა ასანიძე (77 კგ) 103 კგ აიტაცა და მე-6 საფეხური დაიკავა, აკვრაში კი 139 დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. შედეგად. ასანიძემ ორჭიდის ჯამში 242 კილოგრამს მოუყარა თავი, რამაც მას ასევე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ერთი დღით ადრე 17-წლამდელთა შორის ორჭიდის ჯამში დაგროვილი 292 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა არჩილ მალაყმაძე (69 კგ).