გიორგი კეკიშვილმა ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

26 ივლისი 2018

5-8 ივლისს გიორში (უნგრეთი) გაიმართულ მძლეოსანთა  ევროპის  ახალგაზრდულ  ჩემპიონატზე, რომელიც იყო ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ქართველმა უროს მტყორცნელმა გიორგი კეკიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა, რითაც  2018 წლის ბუენოს აირესის ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი  დღეს მიიღო  მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან.