17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღე: ქართველების ვერცხლი და ბრინჯაო

26 ივლისი 2018

77 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს გუნდი 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ლომია თებიძემ ატაცში სამივე ცდა (129, 134, 137) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. თებაძე ასევე მეორე იყო აკვრაშიც, სადაც 167 კგ დაიმორჩილა. ორჭიდის ჯამში მისმა წონამ  304 კგ შეადგინა, რამაც თებიძეს ვერცხლის მედალი მოუტანა.

ატაცში დაძლეულმა 133 კილოგრამმა ედუარდ კაკაბაძ მეოთხე ადგილზე გაამწესა. მან უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 155 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაო მოიპოვა. ასევე ბრინჯაო ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 288 კილოგრამით.

5 დღის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს, 5  ვერცხლისა და 4  ბრინჯაოს მედალი დაგროვდა.