ზაზა ლომთაძემ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში ბრინჯაო მოიპოვა

28 ივლისი 2018

მილანში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მედლების კოლექცია შეავსო.

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (131, 136, 138) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც ასევე სამივე ცდა გამოიყენა (158, 164, 173) და ვერცხლის ჯილდოს დაეპატრონა. ორჭიდის ჯამში დაგროვილი 311 კილოგრამით ლომთაძე კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს, 6  ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაგროვდა.