თორნიკე ტაბატაძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

29 ივლისი 2018

მილანში, 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა თორნიკე ტაბატაძემ +94 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში147 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 177 კილოგრამით მეოთხე იყო აკვრაში, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 324 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 6  ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.