ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებმა ევროპის ჩემპიონატი ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

01 აგვისტო 2018

რომში მიმდინარე  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს 3 მედალი დაისაკუთრა, მათ შორის 1 მედალი უმაღლესი სინჯისაა.

თემურ ჭკუასელიძემ საქართველოს ჰიმნი 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ააჟღერა. ქართველმა ფალავანმა ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და ეფექტური გდებებით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ჭკუსაელიძემ ფინალში უნგრელ ალექს გერგო ჟოკეს 7:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლერი აბულაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (77 კ).