ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ძიუდოში

01 აგვისტო 2018

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ  წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და 2018 წლის ბუენოს აირესის ლიცენზია მოიპოვა. სულამანიძე ახალგაზრდებში ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან.