ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

02 აგვისტო 2018

რომში, ახალგაზრდა ბერძენულ-რომაულად მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა 5 წონაში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან 1 მედალი მოიპოვა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა. ქართველი მოჭიდავე ფინალში ბელორუს ალექსანდრ ლიავონჩიკთან დაძაბულ შეხვედრაში 3:5 დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ორი დღით ადრე ჩემპიონი გახდა თემურ ჭკუასელიძე (87 კგ), ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ლერი აბულაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (77 კგ).

საბოლოოდ, მწვრთნელ რევაზ ლაშხის ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თითო ოქროს,  ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,  გუნდურ ჩათვლაში დაგროვილი 113 ქულით კი მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე 195 ქულით რუსეთი გავიდა, მესამეზე კი სომხეთი- 101ქულა.