IAAF-მა ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრებების ვადები დაამტკიცა

03 აგვისტო 2018

მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) გამოაცხადა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენთა შესარჩვევი შეჯიბრებების ვადები.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 29 ივნისამდე გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირები 10 000 მეტრზე რბენაში, მარათონში, სპორტულ სიარულში, შერეულ დისციპლინებში და ესტაფეტებში. დანარჩენ მძლეოსნურ სახეობებში შესარჩევი შეჯიბრებები დაგეგმილია 2019 წლის 21 ივლისიდან 2020 წლის 29 ივნისამდე.

ოლიმპიადის საგზურს მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც IAAF-ის რეიტინგში შესაბამის პოზიციაზე იქნებიან ან საკვალიფიკაციო პერიოდში ნორმატივს შეასრულებენ.

IAAF-ი საკვალიფიკაციო ნორმატივს მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს და გამოაქვეყნებს.