ზურიკო ურთაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა

05 აგვისტო 2018

რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი დღე 2 მედლის მოპოვებით აღნიშნა, მათ შორის ერთი უმაღლესი სინჯისაა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურიკო ურთაშვილმა ფინალში თურქი მეტოქე ფეიზულა აქთურქი 9:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედალმდე გაიკვალა გზა თეიმურაზ ვანიშვილმა (57 კგ). ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში 8:2 მოუგო რუს პეტრ კოპილოვს.