თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

06 აგვისტო 2018

რომში, თავისუფალი  სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა 2  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველ ფალავანთაგან პრიზიორები გახდნენ რამაზ თურმანიძე (61 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (86 კგ).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობა ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ერთი დღით ადრე ევროპის ჩემპიონი გახდა ზურიკო ურთაშვილი (97 კგ), ხოლო თეიმურაზ ვანიშვილმა (57 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.