ტოკიოს 2020-ის გახსნა-დახურვის ცერემონიებზე იაპონიის აღორძინების თემას გაათამაშებენ

07 აგვისტო 2018

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე იაპონიის აღორძინების თემას გაათამაშებენ.

„გადატანილი ომებით, დამანგრეველი კატაკლიზმებით და დიდი მსხვერპლით, ჩვენ, გადარჩენილებმა უნდა გავათვითცნობიეროთ ცხოვრების ფასი. სწორედ ეს იდეა უნდა გახდეს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მოტივი", - საკუთარ აზრს გამოთქვამს ცერემონიის რეჟისორი მანსაი ნომურა.

იაპონელი რეჟისორისთვის შთაგონების წყარო გამხდარა ლონდონის 2012 წლის თამაშების გახსნის ცერემონია. ნომურას თქმით,  მისთვის უმთავრესია იაპონური კოლორიტის წარმოჩენა.