ტოკიო 2020 წლის თამაშებისთვის ისრების ორი საათით წინ გადაწევაზე ფიქრობენ

08 აგვისტო 2018

იაპონიაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დროის ორი საათით წინ გადაწევაზე ფიქრობენ. ამის შედეგად სპორტსმენებს უფრო გრილ საათებში მოუწევთ ასპარეზობა.

ამ იდეას სოციალურ მედიაში უკმაყოფილება მოჰყვა. ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა, სავარაუდოდ, საცდელ რეჟიმში დროს გაისად გადაწევენ.

ტოკიოს თამაშები ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში ჩატარდება (24 ივლისი - 9 აგვისტო). ეს ის დროა, როცა იაპონია ყველაზე ცხელი და ტენიანი დღეებით გამოირჩევა.