ისრაელში შაბათობით შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვას ქვეყნის სპორტული სამყარო ეწინააღმდეგება

09 აგვისტო 2018

ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრის, მირი რეგევოის განკარგულებით, შაბათობით ქვეყანაში შეჯიბრებების ჩატარება იკრძალება. სპორტული ფედერაციები, რომლებიც შაბათს ჩაატარებენ ასპარეზობებს, სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდებიან.

კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებას ისრაელში უკმაყოფილება მოჰყვა. სპორტსმენები და ფედერაციათა ხელმძღვანელები სიახლეს ეწინააღმდეგებიან.

ისრაელის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანის, გილი ლიუსტიგის განმარტებით, ეს განკარგულება დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის ოლიმპიურ სისტემას. ოლიმპიური კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს არის სპორტულ ფედერაციებზე ზეწოლის მცდელობა და ოლიმპიური კონვენციის დარღვევა.