თომას ბახი აშშ-ს მიერ IOC-ის მოთხოვნის დაბლოკვით უკმაყოფილოა

11 აგვისტო 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი უკმაყოფილოა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე აშშ-ს მიერ IOC-ის მოთხოვნის დაბლოკვით, რაც ითვალისწინებდა ჩრდილოეთ კორეაში საქონლის შეტანის აკრძალვის ნუსხიდან სპორტული აღჭურვილობის ამოღებას.

თომას ბახის თქმით, IOC კორეის ნახევარკუნძულზე სპორტის მეშვეობით მშვიდობის ხელშესაწყობად ყველაფერს იღონებს. აშშ-ის გადაწყვეტილება კი IOC-ს თავისი მისიის შესრულებაში ხელს უშლის.