ფელიპე მასას კარტინგის ოლიმპიური თამაშების ნაწილად გარდაქმნა სურს

13 აგვისტო 2018

ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, 2008 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, ბრაზილიელ ფელიპე მასას კარტინგის ოლიმპიურ სახეობად გარდაქმნა სურს. მასა გეგმავს, რომ სპორტის ეს ტექნიკური სახეობა ბუენოს აირესის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარადგინოს, რომელსაც არგენტინის დედაქალაქი 6-18 ოქტომბერს უმასპინძლებს. 

კარგი იდეები გვაქვს, - ამბობს მასა, რომელიც სარბოლო კარიერის დასრულების შემდეგ  საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) კარტინგის კომისიის თავმჯდომარეა, - ჩვენი მიზანია ელექტრო კარტინგი 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარვადგინოთ."

ბრაზილიელს მიაჩნია, რომ ელექტრო კარტები თავისი განვითარების დასაწყისშია და შეუძლია გარდაიქმნას სერიოზულ სარბოლო დისციპლინად.