ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს პირველად გამოიყენებენ

13 აგვისტო 2018

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, 2020 წლის თამაშებზე სპორტსმენების, ოფიციალური პირების, მომსახურე პერსონალის, მედიის წარმომადგენელთა თუ მოხალისეთა ვინაობის დასადასტურებლად სახის ამომცნობ სისტემას გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020-ის ოქროს პარტნიორის - NEC Corporation-ის მიერ შექმნილი მსგავი ტექნოლოგია ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე პირველად ამოქმედდება.

სახის ამომცნობი ტექნოლოგია ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს დაზღვეულნი იყვნენ საბუთების გაყალბებისგან, დაკარგული ან მოპარული აკრედიტაციების გამოყენებისა და სპორტულ ობიექტებზე უცხო პირთა შესვლისგან.

ეს ყოველივე იმისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალირად უზრუნველყონ თამაშების უსაფრთხოება.