პეკინი-2022-ის თილისმების შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი დაიწყო

14 აგვისტო 2018

ჩინეთში, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის თილისმების შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი დაიწყო.

კონკურსის პირობების თანახმად, აუცილებელია თილისმის დიზაინის შექმნა, რომელშიც ასახული იქნება ოლიმპიური ღირებულებები, ჩინეთის კულტურა, ასევე მასში უნდა იკითხებოდეს 2022 წლის თამაშების ავტორისეული ხედვა.

ნამუშევრები მიიღება წლეულს, 20-31 ოქტომბერს. დამატებითი მოთხოვნები და რეკომენდაციები გამოქვეყნდება პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის გვერდზე.

კონკურსის მონაწილეები ასევე გახდებიან ჩინეთის სკოლის მოსწავლეები. ბავშვებს დიზაინს შეიმუშავებენ პეკინი-2022-ის ოლიმპიური საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ხატვის გაკვეთილებზე.

კონკურსის გამარჯვებულს გამოაცხადებენ 2019 წლის მეორე ნახევარში. 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი 10-10 ათას იუანს მიიღებს. რჩეული ათეულიდან შეირჩევა უკეთესი სამეული, რომლებიც 30-30 ათასს იუანს მიიღებენ. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს - ოლიმპიური და პარალიმპური თილისმის ავტორს კი გადაეცემა 100 ათასი იუანი.