IOC-მა 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჰოკეი დატოვა

15 აგვისტო 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ჰოკეი 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დაამტკიცა. შედეგად, ბოლო მოეღო სპორტის ამ სახეობის ოლიმპიადის მიღმა შესაძლო დარჩენის ალბათობას.

კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2022 წლის თამაშებზე მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, აქედან ერთის მიხედვით ჰოკეისტთა ტურნირი საერთოდ არ ჩატარდებოდა.

IOC-ის პრესსამსახურის ცნობით, აღმასრულებელმა საბჭომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც მოიცავს ქალთა და ვაჟთა ყინულის ჰოკეის. ქალთა ტურნირს დაემატა ორი გუნდი, რაც შეესაბამება თამაშების გენდერული თანასწორობის პრინციპებს.