ზაფხულის სახეობათა ევროპის პირველმა ჩემპიონატმა გერმანელებს ოლიმპიური თამაშების ჩატარების სურვილი გაუჩინა

16 აგვისტო 2018

წარმატებით ჩატარებულმა ზაფხულის სახეობათა პირველმა ევროპის ჩემპიონატმა (2-12 აგვისტო) გერმანელები ღონისძიების მეორედ მასპინძლობაზე დააფიქრა.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწების ხელისუფლებას იგივეს გაკეთება სურს 2022 წელს. გარდა ამისა, გერმანიის ეს მხარე 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩასატარებლად განაცხადის გასაკეთებლადაც ემზადება. გერმანელთა პროექტი ოლიმპიური თამაშების რეგიონის 13 ქალაქში ჩატარებას ითვალისწინებს.

საინაუგურაციო ევროპის ჩემპიონატი ბერლინსა და გლაზგოში ჩატარდა. შოტლანდიის დედაქალაქში საწყლოსნო სახეობებს, ველოსპორტს, ტანვარჯიშს, ნიჩბოსნობას და ტრიატლონს, ასევე გოლფისტთა პირველ გუნდურ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლეს, გერმანიის დედაქალაქში კი - მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატს.