ბუენოს აირეს-2018-ის გახსნის ცერემონია ქალაქის ქუჩებში გაიმართება

17 აგვისტო 2018

მესამე ახალგაზრული ოლიმპიური თამაშები მასპინძელი ქალაქის - ბუენოს აირესის  ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს: 6 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 20 საათზე, თამაშების გახსნის ცერემონია  პირდაპირ ქუჩაში გაიმართება - ყველაზე ცნობილ არგენტინულ ობელისკთან.

ოლიმპიური თამაშების  ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გახსნის ცერემონია ჩატარდება მასპინძელი ქალაქის ქუჩაში, რომელზე დასწრებაც ქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს ბილეთების, მოსაწვევების ან სხვა ოფიციალურო დოკუმენტის გარეშე, შეუფერხებლად შეეძლებათ.

სპორტულ ზეიმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი შოუ-თეატრის Fuerza Bruta-ს 350 მსახიობი და მუსიკოსი.

ბუენოს აირესში კიდევ ერთი გრანდიოზული ზეიმი - ახალგაზრული ოლიპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება 18 ოქტომბერს, ოლიმპიურ სოფელში. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბუენოს-აირეს-2018-ის ჩემპიონები და პრიზიორები.