ოლიმპიური ცეცხლი იგუასუს ჩანჩქერს ესტუმრა

18 აგვისტო 2018

ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ჩირაღდანი არგენტნაში მოგზაურობისას ბრაზილიის საზღვართან იგუასუს ჩანჩქერს ეწვია.

იგუასუში ჩირაღდნის შეტანის პატივი 19 წლის სპორტსმენს, აგუსტინ და სილვას ერგო: „განსაკუთრებული ემოციები დამეუფლა. ასეთ აღიარებას არ ველოდი, - ჩირაღდნის ტარების პატივით გაკვირვებული იყო აგუსტინ და სილვა. - ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლის ტარება საოცარი რამ იყო, რამაც დამატებითი მოტივაცია შემძინა. ახლა ჩემი სურვილია ოლიმპიურ თამაშებზე ყოფნა."

იგუასუს ჩანჩქერთან ოლიმპიურ ცეცხლს შეეგება ბუენოს აირესის თამაშების თილისმა იაგუარი პანდი.

ოლიმპიური ცეცხლი მოგზაურობას გააგრძელებს ქალაქ კორიენთესში, შემდეგ კი სხვა რეგიონებსაც ეწვევა. მთლიანობაში 6 ოქტომბრამდე, თამაშების გახსნამდე ოლიმპიური ცეცხლის 14 ათასს კილომეტრს გაივლის.