IOC-მა კეთილი ნების ნიშნად, კუვეიტს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლის აკრძალვა დროებით მოუხსნა

18 აგვისტო 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) კეთილი ნების ნიშნად, კუვეიტელ სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლის აკრძალვა მოუხსნა და  ჯაკარტაში, აზიის თამაშებში სახელმწიფო დროშით ასპარეზობის უფლება მისცა.

აკრძალვის დროებით მოხსნის გადაწყვეტილება კუვეიტის მხრიდან მიღწეულმა პროგრესმა განაპირობა. კერძოდ, შეთანხმებამ, რომლის თანახმადაც ქვეყნის ხელისუფლება არ ჩაერევა ეოკ-ის მუშაობაში.

სახელმწიფოს მხრიდან სპორტულ ფედერაციების საქმიანობაში უხეში ჩარევისთვის კუვეიტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2015 წელს დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მსგავსი სასჯელისგან გაათავისუფლეს კუვეიტი 2012 წელსაც, რამაც მათ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის დროშით ასპარეზობის უფლება მისცა, ხოლო რიოს 2016 წლის თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით წარსდგნენ.