იაპონია 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლაში დასაწინაურებლად აზიის თამაშებზე ემზადება

20 აგვისტო 2018

იაპონია ჯაკარტაში მიმდინარე აზიის თამაშებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ მნიშვნელოვან ეტაპად განიხილავს. XXXII თამაშების მასპინძლებს მშობლიურ კედლებში 30 ოქროს მედლის მოპოვების იმედი აქვთ.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იასუჰირო იამასიტას განცხადებით, იაპონელები აზიის თამაშებს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მოსამზადებლად განიხილავენ.

ჩვენი ოლიმპიური სამიზნე 30 ოქროს მედალი და საერთო ჩათვლაში მესამე საფეხურის დაკავებაა", - ამბობს ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშების ჩემპიონი იასუჰირო იამასიტა.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიამ 12 ოქროს, 8 ვერცხლისა და 21 ბრინჯაოს მედლით მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ჯამში მოპოვებული 41 მედალი იაპონიისთვის რეკორდული აღმოჩნდა.

2020 წლის თამაშების მასპინძლებს იმედი აქვთ, რომ რეკორდულად ბევრი ოქროს ჯილდოს მოპოვებაში დამატებით შეეშველება ოლიმპიურ პროგრამაში დაბრუნებული ბეისბოლი და სოფტბოლი.