ბუენოს აირესი უმასპინძლებს ფორუმს - „ოლიმპიზმი მოქმედებაში"

22 აგვისტო 2018

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბუენოს აირესში გაიმართება ფორუმი „ოლიმპიზმი მოქმედებაში". ამ ფორუმზე წინასწარ შედგენილი პროგრამით განიხილავენ ქალების როლს სპორტში, დოპინგთან ბრძოლის საშუალებებს, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მოსურნე ქალაქების პერსპექტივებს.

ფორუმის ჩატარების თაოსანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), ღონისძიებას კი  დაახლოებით 2 ათასი მონაწილე ეყოლება. მათ შორის იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, ოლიმპიური მოძრაობის, ბიზნესისა და პოლიტიკის წარმომადგენლები.

„ოლიმპიზმი მოქმედებაში" 5 ოქტომბერს დაიწყება თემის განხილვით, რომელსაც  ეწოდება „ოლიმპიური ზავის ძალა". იგი მიმართული იქნება პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების განხილვისკენ. განრიგის თანახმად, ღონისძების პროგრამის მეორე და მესამე თემები იქნება „ქალები სპორტში" და „დოპინგთან ბრძოლა: ომი, რომელშიც არ უნდა დანებდე".

 გაინიხილავენ აგრეთვე ოლიმპიური თამაშების ჩატარებით მიღებულ პლუსებს და მინუსებსა. ასევე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სპორტი და ადამიანის უფლებები, სპორტის ურბანიზაცია, კიბერსპორტი, სპორტის მომავალი, რიოს თამაშებზე დევნილთა გუნდის გამოსვლა.