სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა ერთიანი გუნდებით იასპარეზონ

25 აგვისტო 2018

კორეის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის ტო ჩონ ჰვანის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეას შესთავაზა განიხილონ 2020 წლის ტოკიოს თამაშებზე სპორტის რამდენიმე სახეობაში გაერთიანებული გუნდით გამოსვლის შესაძლებლობა.

წლეულს, პიონჩანგის ზამთრის თამაშების გახნის ცერემონიაზე ორი ქვეყნის სპორტსმენები ერთიანი კორეის დროშით წარსდგნენ, ქალ ჰოკეისტთა გათამაშებაში კი გაერთიანებული გუნდით იასპარეზეს.

ჩრდილოეთ კორეასთან განვიხილეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ გაერთიანებულ გუნდთან დაკავშირებით, - განმარტავს ტო ჩონ ჰვანი, - გარდა ამისა, სპორტთან  დაკავშირებით რეგულარული შეხვედრების ორგანიზებაზე საკუთარი შეხედულებები გავცვალეთ. ეს ყველაფერი გაერთიანებული გუნდების შექმნას ემსახურება."

იაპონიის დედაქალაქი XXXII ოლიმპიურ თამაშებს 2020 წელს (24 ივლისი - 9 აგვისტო) უმასპინძლებს.