თომას ბახის აზრით, სპორტში დოპინგის ადგილი ყოველთვის იქნება

26 აგვისტო 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის აზრით, სპორტში დოპინგის ადგილი ყოველთვის იქნება.

ეს ერთ-ერთ ის ომია, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მოიგებ, - დოპინგთან ბრძოლის შედეგებით უკმაყოფილოა თომას ბახი, - ყველაზე დიდი საფრთხე ის კი არ არის, რომ კანონდამრღვევს გამოავლენენ და დასჯიან, არამედ ის, რომ დოპინგთან დაკავშირებული ყოველი შემთხვევა სუფთა ათლეტების მიმართ აჩენს ეჭვს."

გარდა ამისა, თომას ბახმა განმარტა, რომ დოპინგთან ბრძოლის მეთოდების გამკაცრება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) საქმეა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი დოპინგ-ტესტების ჩატარებაზე ოლიმპიურ თამაშებზეა პასუხისმგებელი.