მინსკი 2019-ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მინსკი გამორჩეულ თამაშებს ჩაატარებს

28 აგვისტო 2018

ევროპის მეორე თამაშების აღმასრულებელი დირექტორი საიმონ კლეგი დარწმუნებულია, რომ მინსკი გაისად წარმატებულ ღონისძიებას უმასპინძლებს.

2019 წელს ბელარუსის დედაქალაქში სპორტის 15 სახეობაში ევროპის 50 ქვეყნის 4082 სპორტსმენი იასპარეზებს.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) და 2019 წლის ევროპის თამაშების ორგანიზატორები ევროპის სპორტულ ფედერაციებთან ერთად სიხალეებით გაჯერებული და საინტერესო სპორტული პროგრამის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც დამატებით მნიშვნელობას შესძენს ყველას, ვინც მინსკში იასპარეზებს. დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წელს მინსკი გამორჩეულ თამაშებს ჩაატარებს", - ამბობს კლეგი.

ევროპის თამაშების სპორტის 15 სახეობიდან ათს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო, 4  სახეობას კი ევროპის ჩემპიონატის დატვირთვა ექნება. 12 სპორტული არენა მაქსიმუმ ნახევარი საათის სავალი მანძლით იქნება დაშორებული სპორტსმენთა სოფლიდან.