2022 წლის ოლიმპიური თამაშების თილისმა შესაძლოა ირემი მილუ გახდეს

29 აგვისტო 2018

პეკინის ერთ-ერთი რაიონის ხელისუფლებას და ეკოლოგებს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების თილისმის როლში ირმის - მილუს ხილვა სურთ.

ირმების იშვიათი ჯიში მილუ ჩინეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ბინადრობს. მეოცე საუკუნეში ირმების ეს ჯიში გადაშენების პირას იყო. 1980-იან წლებში ქვეყნის ხელისუფლება ირმების პოპულაციის აღდგენას შეუდგა. დღესდღეობით მილუ ჩინეთის დედაქალაქის სამხრეთით, ნაკრძალში ბინადრობს.

პეკინი-2022-ის თილისმის შესაქმნელად კონკურსი აგვისტოში დაიწყო.