თომას ბახმა კორეის პრეზიდენტს IOC-ის უმაღლესი ჯილდო - ოქროს ოლიმპიური ორდენი გადასცა

31 აგვისტო 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა სეულში, კორეის საპრეზიდენტო ცისფერ სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის  IOC-ის უმაღლესი ჯილდო - ოქროს ოლიმპიური ორდენი გადასცა.

წლეულს პიონჩანგში XXIII ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს უმასპინძლეს. თამაშების მონაწილე 92 ქვეყანას შორის იყვნენ ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენებიც. პიონჩანგის თამაშებმა ხელი შეუწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დაახლოებას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შესაბამისი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 1974 წელს დაარსდა.

„მშვიდობიანი თამაშების წარმატება მთლიანად თქვენი დამსახურებაა, ისევე როგორც IOC უდიდესი მხარდაჭერისა", - თომას ბახს მადლობა გადაუხადა კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა.