ლოზანა 2020-თვის მზადება გრაფიკს უსწრებს

02 სექტემბერი 2018

2020 წელს ლოზანაში გასამართი  ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიებისთვის მზადება გრაფიკს უსწრებს.

გარკვეული დეტალები ცნობილია ასპარეზობათა ჩატარების ადგილებთან დაკავშირებით. მაგალითად, კერლინგში შეჯიბრებები ჩატარდება შამპერიში,სამთო მოთხილამურეები ალპებში, ლე დიაბლერში გამოვლენ. ბარის თხილამურებით, სნოუბორდ-კროსში და სათხილამურო ალპინიზმში შეჯიბრებები ჩატარდება სამთო კურორტ ვილარ-სიურ-ოლონში.

 ფრისტაილის წარმომადგენლებს ლეზენი მიიღებს, ციგურებით რბენას და საციგაო სპორტში პაექრობებს სენტ მორიცი უმასპინძლებს, ხოლო შორტ ტრეკი, ფიგურული ციგურაობა და ჰოკეი ლოზანას ერგო.

ოლიმპიური სოფელი ლოზანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზეგანთავსდება.

მესამე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 9 იანვარსაიღებს სტარტს.