ტყვიის სროლა: ლიზი კილაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

06 სექტემბერი 2018

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა ლიზი კილაძემ. 18 წლის ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდულ პირველობაში გამოდიოდა, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში 213,6 ქულა მოაგროვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ფინალში გავიდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი ერგო ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს ნინო ხუციბერიძეს, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია და მალე ბუენოს აირესში მოუწევს გამოსვლა.