თომას ბახი: „კიბერსპორტი სისასტიკის პროპაგანდას ეწევა"

06 სექტემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი აღნიშნავს, რომ კიბერსპორტი ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი ვერ გახდება, რადგან ის სისასტიკისკენაა მოწოდებული.

„უფლება არ გვაქვს, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩავრთოთ ის, რაც ძალადობასა და დისკრიმინაციას ეწევა. ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ მკვლელ თამაშებს, - განმარტავს თომას ბახი, - ჩვენი აზრით, ეს ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ღირებულებებს და, შესაბამისად, მიუღებელია. რა თქმა უნდა, ორთაბრძოლათა ნებისმიერ სახეობა ადამიანებს შორის რეალური ორთაბრძლებიდან მოდის, მაგრამ სპორტი ეს არის ბრძოლის ცივილიზებული გამოხატულება. თუ კიბერსპორტში ვინმე უნდა მოკლათ, ის ვერ იქნება ოლიმპიურ თამაშებზე."

აღსანიშნავია, რომ კიბერსპორტი სადემონსტრაციო სტატუსით პირველად იყო წარმოდგენილი ახლახანს დასრულებულ აზიის თამაშებზე ჯაკარტასა და პალემბანგში (ინდონეზია). აზიის მომავალ თამაშებზე, რომელსაც 2022 წელს ჩიუნეთის ჰანჩჟოუ უმასპინძლებს, შესაძლოა, კიბერსპორტი ოფიციალური პროგრამის ნაწილი გახდეს.