EOC-ის პრეზიდენტი: „ახლა ჩვენი გეგმების განხორციელების ეტაპზე ვართ"

07 სექტემბერი 2018

2019 წლის მეორე ევროპული თამაშების მასპინძელ მინსკში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

ევროპის თამაშებისთვის მზადების მიმართულებით არაერთი პრეზენტაცია ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ აქ მიღებულმა ინფორმაციამ კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზების საშუალება მოგვცა, - საკოორდინაციო კომისიის ვიზიტს აფასებს EOC-ის პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი, - ვხედავთ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მიღწეულ წარმატებებს. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარკეტინგულმა პროგრამებმა. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოხალისეობის სურვილი. ისინი დარეგისტრირდნენ და გასაუბრება გაიარეს. ეს მეტყველებს თამაშებისადმი საზოგადოების დიდ დაინტერესებაზე. ახლა ჩვენი გეგმების განხორციელების ეტაპზე ვართ."