IOC ქაბულის საჭიდაო ცენტრში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

09 სექტემბერი 2018

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის საჭიდაო ცენტრში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, საგანგებო განცხადებით ეხმაურება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი.

ვგმობ ახალგაზრდებზე და სპორტზე მხდალ თავდასმხას, - აცხადებს თომას ბახი, - იქ იყვნენ ახალგაზრდა მოჭიდავეები, რომლებიც მშვიდობიანად ასპარეზობდნენ. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა უშუალოდ სპორტზე და მის ღირებულებებზე. ახალგაზრდების სიკვდილმა გული დაგვიმძმა. დღეს ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან, მათ ახლობლებთან და მეგობრებთან ვართ. პირადად მე და მთლიანად ოლიმპიური მოძრაობა ვუსამძიმრებთ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება (UWW) ყველაფერს გააკეთებენ დაზარალებულთა დასახმარებლად."

ოთხშაბათს ქაბულის ცენტრში მოჭიდავეთა ასპარეზობისას ორი ბომბი აფეთქდა. ჩამოინგრა შენობის სახურავი. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 26 ადამიანი და ასამდე დაშავდა.