მიხეილ ქორქია 70

10 სექტემბერი 2018

დღეს, 10 სექტემბერს  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და პრიზიორს , სახელოვან ქართველ კალათბურთელს მიხეილ ქორქიას  70 წელი შეუსრულდებოდა

მიხეილ ქორქია

( 1948 - 2004 )

დაიბადა 1948 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში. თამაშობდა თბილისის "დინამოსა" (1965-79) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-77).1972 წლის   მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი , 1976 წლის  მონრეალის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი , ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

გარდაიცვალა 2004 წლის 8 თებერვალს  თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.