ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

13 სექტემბერი 2018

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები ვაჟების სამ ( 55, 60, 66) და გოგონების სამ (48, 52, 44) კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით წარსდგა (ოთხი ვაჟი, ერთი გოგონა).

ჩემპიონატის პირველი დღე მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა. ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

ხვალ მედლებისთვის ბრძოლაში  ჩაებმებიან 73 და 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ვაჟები, ხოლო გოგონები 63 და 70 კგ წონებში გამართავენ ორთაბრძოლებს.