გურამ ფერსელაძემ დახურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ‘'ლონდონი' 2010''-ის სალიცენზიო მარათონში 100%-იან შედეგამდე სულ ცოტა დააკლდა. რამდენიმე წუთის წინ ჰელსინკში დასრულებულ ტურნირზე 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ ფერსელაძემ ივლის-აგვისტოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ქართველ მძიმეწონოსან ფალავანს ლიცენზიის აღების კარგი შანსი ჩინეთში ჩატარებულ წინა ტურნირზეც ჰქონდა, თუმცა მაშინ არ გაუმართლა და ლონდონის ვიზაც ბოლო მომენტში გაუშვა ხელიდან. ფინეთის დედაქალაში კი მისთვის ყველაფერი სასიკეთოდ განვითარდა და კლასიკოსთა მე-6 ლიცენზიანტი გახდა. ერთადერთი წონა,სადაც ბეგი დარჩიას გუნდმა მოიკოჭლა 55 კილოგრამია და შესაბამისად აქ ლონდონში მონაწილე არ გვეყოლება.
ბოლოს კი ისიც ვთქვათ ფერსელაძესთან ერთად სალიცენზიო ფერხულში ვინ იყოჩაღა: ესენი არიან: მანუჩარ ცხადაია (66კგ),ზურაბ დათუნაშვილი (74კგ), სოსო ჯაბიძე (96კგ), რევაზ ლაშხი (60კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84კგ).
იმედი ვიქონიოთ, რომ ბეგი დარჩიას გაწრვთნილები ლონდონშიც გაგვახარებენ.






