ერზურუმი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების თანამასპინძლად სოჭს მოიაზრებს

25 სექტემბერი 2018

თურქეთის პროვინცია ერზურუმის გუბერნატორის სეიფეტინ აზიზოღლუს წინადადებით, თუ თურქეთი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებას მოიპოვებს, ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ბობსლეიში, სკელეტონსა და საციგაო სპორტში ასპარეზობებს სოჭი უმასპინძლებს. აზიზოღლუს განმარტებით, სოჭის ბობსლეისა და ციგის ტრასები ყველაზე ახლოა ერზურუმთან.

ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად ბევრს ვმუშაობთ, - აცხადებს აზიზოღლუ, - თამაშების სოჭთან ერთად ჩატარებაზე ვფიქრობთ. იქ არის ისეთი სპორტული ობიექტები, რომლებიც არ არის ერზურუმში. მათი აგება ძალიან ძვირია. ამიტომაც შესაძლებელია, რომ ოლიმპიადა ერთად ვუმასპინძლოთ."

2026 წლის თამაშების მასპინძლის ვინაობა 2019 წლის სექტემბერში გამოვლინდება.