ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

25 სექტემბერი 2018

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღე საქართველოს ნაკრებისთვის მედლით დასრულდა.

რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) სამი გამარჯვების შემდეგ, ფინალში სამხრეთკორეელ გუამ ჩოს შეხვდა. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც ვაზარით კორეელმა იმარჯვა, ქართველმა ძიუდოისტმა კი მსოფლიო ჩემპიონატების მესამე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს ჯილდო დაიმსახურა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ).