იაპონიაში 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ზაფხულის დროზე გადასვლას არ იწონებენ

28 სექტემბერი 2018

იაპონიის ხელისუფლებამ 2020 წლის  ოლიმპიური თამაშებისთვის ზაფხულის დროზე გადასვლის იდეა განიხილა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ტოსიაკი ენდოს განცხადებით, ოლიმპიური თამაშების წელს ქვეყნის ზაფხულის დროზე გადასვლა რთული იქნება.

ქვეყნის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ წინაღობა ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული - ყველა აუცილებელი სისტემის ახალ დროზე გადაყვანას დიდი სახსრები და სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ყოველივე უარყოფითად აისახება იაპონიის მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ზაფხულის დროზე გადასვლის საკითხის შესწავლა კვლავაც  გაგრძელდება.

2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ზაფხულის დროზე გადასვლით ტოკიოს თამაშების ორგანიზატორებს სპორტსმენებზე და მაყურებლებზე  სიცხის ზემოქმედების შემცირების იმედი აქვთ.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები  ივლის-აგვისტოში - იაპონიისთვის ყველაზე ცხელ თვეებში ჩატარდება.