რეგიონალური სპორტული თამაშების ფინალური ტურნირი

30 სექტემბერი 2018

დასრულდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და სეოკ-ის  აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით ჩატარებული საქართველოს I რეგიონალური  სპორტული თამაშები.

 ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 3X3 კალათბურთში, კროსში, მინი-ფეხბურთში, ბაგირის გადაძალვაში და სპორტულ ვიქტორინაში.

ფინალურ ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუნდები.  დაძაბულ ორთაბრძოლაში საერთო გუნდური გამარჯვება მოიპოვა სამცხე-ჯავახეთის ნაკრებმა. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, საჩუქრებით.

ფინალურ ტურნირს ესწრებოდა და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი  ელგუჯა ბერიშვილი.