თომას ბახი მეხიკო-1968-ის იუბილედან ბუენოს აირესში ჩავიდა

30 სექტემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ბუენოს აირესშია.

IOC-ის პრეზიდენტი არგენტინის დედაქალაქში მექსიკიდან ჩავიდა, სადაც მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღნიშნეს.

თომას ბახმა მეხიკოს თამაშების სხვადასხვა არენა მოინახულა, ასევე შეხვდა მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს, ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ კარლოს პადილას და IOC-ის საპატიო წევრს ოლეგარიო ვასკეს რანიას.

არგენტინაში ჩასული თომას ბახი ბუენოს აირესი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელ ხერარდო ვერთეინთან უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ უშუაიაში გაემგზავრა, სადაც ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ უნდა გაიაროს.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 6-18 ოქტომბერს გაიმართება.